რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება
ნავიგატორი
2502


რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება

2019 წლის 14 მარტს, თბილისში, რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება. დასასწრებად მოგვწერეთ: office@georgiandairy.org

ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საქართველოში FAO-ს, EBRD-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე გაიმართება 2018 წელს მესაქონლეობის შესახებ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის კონკურსზე გამარჯვებულების დაჯილდოვება.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებს სარძეო კომერციული ფერმების, გადამამუშავებელი საწარმოების, დარგობრივი ასოციაციების, მომსახურების მომწოდებლების, ხელისუფლების, დარგით დაინტერესებული პოტენციური ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან და უცხოეთიდან.

კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება რძის ბიზნესში არსებულ ადგილობრივ და გლობალურ ტენდენციებზე, რძის სექტორში უვნებლობისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებს. ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დარგის უცხოელ ექსპერტებს დაეთმობათ, რომლებიც კონგრესის დამსწრეებს მერძეული ფერმის ეფექტური მართვის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებს და სიახლეებს გააცნობენ.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მერძეული მესაქონლეობის სფეროში არსებულ მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და პრაქტიკულ მაგალითებს რეგიონის რძის მწარმოებლებისა და ფერმერული ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

01-03-2019

წყარო: კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

11-11-2019

კონფერენცია "პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი"

26-01-2023

კონკურსი სასოფლო განვითარების ხელშესაწყობად

13-05-2019

სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

13-05-2019

სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

11-11-2019

კონფერენცია "პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი"

26-01-2023

კონკურსი სასოფლო განვითარების ხელშესაწყობად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ