უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება
ნავიგატორი
1769


უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ვალდებულება ეკისრებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უზრუნველყონ. ვალდებულების ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ სანქცი დაეკისრებათ.

 

პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, სანქციად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა.

 

გარდა ამისა, თუ ფინანსური ინსტიტუტის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იგი ვალდებული ხდება, უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების მომდევნო და ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ მომდევნო წელს 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 700 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 80 000 ლარისა.

04-03-2019

წყარო: commersant.ge

11-01-2023

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

11-04-2019

თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა

10-04-2019

თვითმფრინავის უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შესამცირებლად, ევროპაში კამპანია დაიწყო

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

11-01-2023

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

11-04-2019

თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა

10-04-2019

თვითმფრინავის უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შესამცირებლად, ევროპაში კამპანია დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ