ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა
ნავიგატორი
1401


ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა, რის გადაჭრასაც გარკვეული მოტივაციები სჭირდება.

 

ამის შესახებ დანელიან აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის პრექტს განიხილავენ და დასძინა, რომ "სწორედ ამიტომაა ჩადებული მიწის დამუშავების აუცილებლობა კანონში".


„სოფლები იცლება, ურბანიზაცია არის გლობალური მოცემულობა. მე მგონი, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ამიტომ გვჭირდება ჩვენ მოტივაციები. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლადაა და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ძირითადად, როგორც ყველამ ვიცით, ეს ნატურალური მეურნეობაა. ამას უნდა მიეცეს შესაბამისი მხარდაჭერა. უნდა განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ არ მოწესრიგდა საკადასტრო მონაცემები, თუ არ შედგა ბალანსები, თუ არ განისაზღვრა კატეგორიები, თუ არ ჩამოყალიბდა მიწის მართვის მდგრადი განვითარების კონცეფცია, როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? ეს კანონი ამ ყველაფრის საფუძველია, რადგან საბოლოო ჯამში, სწორად განვსაზღვროთ ფერმერების ხელშეწყობის სქემები", - განაცხადა დანელიამ.

 

„სასოფლოს სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა, საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი, უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ერთ წელიწადში მიწა უნდა გაასხვისოს.

 

დოკუმენტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიყენოს ამავე დანიშნულებით ან სამი წლის ვადაში გაასხვისოს ის.


კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. კერძოდ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, უცხოელებს დაეკისრებათ ჯარიმა, რაც ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 500 ლარს და ყოველი მომდევნო ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის - 300 ლარს, თუმცა არაუმეტეს 20 ათასი ლარისა.

 

ამ ვალდებულებების ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმები იზრდება და ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 700 ლარს შეადგენს და ყოველ მომდევნო ჰექტარზე მიწის ნაკვეთისთვის - 400 ლარს, მაგრამ არაუმეტს, 30 ათასი ლარისა.

 

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი - საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი. კერძოდ, თუ ისინი არ გაასხვისებენ სასოფლო-სამეურნეო მიწას, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში, აღნიშნულ შემთხვევაში, ჯარიმა ერთ ჰექტრამდე, 500 ლარს შეადგენს და ყოველ მომდევნო ჰექტარზე - 300 ლარს, მაგრამ ჯარიმა არ გადააჭარბებს 50 ათას ლარს.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებები არც მომდევნო წლებში სრულდება, ჯარიმა ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 700 ლარს შეადგენს, ყოველი მომდევნო ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის კი - 400 ლარს, მაგრამ არა უმეტეს, 80 ათასი ლარისა.

18-03-2019

წყარო: commersant.ge

11-04-2019

შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

12-07-2019

2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!

21-03-2019

თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ

21-03-2019

თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ

11-04-2019

შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

12-07-2019

2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ