|
| 3110 |
|---|
„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა
| იაპონიის ელჩის განცხადებით, საქართველო იდეალური არჩევანია იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებსაც ევროპის ბაზრის ათვისება სურთ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები საერთაშორისო ბაზრებზე კი საქართველოს, ამ მხრივ, საუკეთესო პლატფორმად აქცევს. იაპონიის ელჩი საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით დაინტერესდა და ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა, თავის მხრივ, იაპონიის ელჩს ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ იაპონური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინსტუტთან თანამშრომლობა რისკების გადაზღვევის თვალსაზრისით, პრიორიტეტულია. „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ღონისძიებები დაგეგმეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 14-15 მარტს ტოკიოში დაგეგმილ საერთაშოისო ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ტოკიოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Japan External Trade Organization (JETRO) -ის ორგანიზებით ტარდება. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას ქართული ბიზნეს კომპანიები მიიღებენ. |

17-02-2019
წყარო: newposts.ge
|
01-05-2019 კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა |
|---|
|
05-07-2019 შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება |
|
30-08-2019 DevFest Tbilisi 2019 |
|
29-03-2019 ეროვნული ბანკი "გლობალური ფულის კვირეულის" აღნიშვნას განაგრძობს |