|
| 1832 |
|---|
„მსოფლიო ბანკმა რეიტინგში საქართველო დააწინაურა მეექვსე ადგილამდე და თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება, წაიკითხოს, რა წერია კვლევაში"
| გავიხსენოთ ის, რომ მსოფლიო ბანკმა თავისი ძალიან მყარი რეპუტაციის მქონე რეიტინგში საქართველო დააწინაურა მსოფლიოში მეექვსე ადგილამდე და ვიღაცას თუ ეჭვი ეპარება, რომ ეს შემთხვევით მოხდა ან ამას არ უდევს ძალიან საფუძვლიანი გამოკვლევები, მე მათ ვურჩევდი, რომ წაიკითხონ კონკრეტულად, რა წერია იმ კვლევაში, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ. "ვიღაცამ ერთხელ დაბეჭდა რაღაცა გაზეთში, ეს ცოტა არასერიოზულად ჟღერს. მილიონი გაზეთია, მილიონი მედიასაშუალებაა და სხვადასხვა აზრს ბეჭდავენ," -განაცხადა გიორგი ქობულიამ ცნობისთვის, "ახალმა ევროპამ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით, რომ საქართველო გადაიქცა ინვესტორებისთვის სასაფლაოდ. სტატია გადაბეჭდეს ევროპულმა გამოცემებმაც. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ზიანი შეიძლება ქართულ საინვესტიციო გარემოს მიაყენოს ამ ტიპის სტატიებმა. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
22-05-2023 კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის |
|---|
|
04-03-2019 საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა |
|
24-02-2019 „ინგლისის ბანკი“ „ოქროს სკანდალში“ კიდევ ერთხელ გაეხვა |
|
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |