|
| 2084 |
|---|
საუდეთი ახალი ტურისტული ადგილისთვის 20 მილიარდ დოლარს დახარჯავს
| საუდის არაბეთი ახალი ტურისტული ტერიტორიის განვითარებას გეგმავს, რაზეც 2035 წლამდე 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ახალი გეგმის ე.წ. საგზაო რუქის შემუშავება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც მას პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ. საუბარია, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ალ-ულაზე და მის შემოგარენზე. ამ ქალაქის მახლობლად მდებარე, ამჟამად დაუსახლებელი სოფელი (ად-დირა) იუნესკო-ს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ქვითა და მიწითაა ნაშენები. გარდა ამისა, რეგიონში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებია აღმოჩენილი. ახალი ტურისტული მიმართულების გახსნა არის ნაწილი იმ დიდი გეგმისა, რომელიც ამჟამად ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ალ-ულას ტურისტული პროექტის სამეფო კომისიის მთავარი აღმასრულებელი ამრ მადანი ამბობს, რომ მიზნობრივი ინვესტიციებით, 35 000 სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ახალი ტურისტული ცენტრიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მომდევნო 17 წელიწადში დაახლოებით 120 მილიარდ რიალს (32 მილიარდ დოლარს) მიიღებს. „დასაწყისში ინვესტიციების ძირითადი ნაწილი სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება, თუმცა შემდეგ სახსრები ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ, ინვესტიციები სოფლის მეურნეობას, მუზეუმებს და კინოს წარმოებას მოხმარდება. საუდის არაბეთის მთავრობამ, საფრანგეთთან პარტნიორობით უკვე დაიწყო ალ-ულას ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება. ცნობისათვის, ალ-ულა ცნობილია კლდეში გამოკვეთილი საფლავებით, ასევე ნაბატეანელების (არაბთა წინაპრები) ქვაში კვეთის ნიმუშებით, რომელთა ასაკიც 2 000 წელზე მეტია და სხვა სიძველეებით. ცნობისათვის, სწორედ ნაბატეანელთა მიერ არის აგებული ანტიკური ქალაქი პეტრა, რომელიც მეზობელ იორდანიაში მდებარეობს. |

22-03-2019
წყარო: bpn.ge
|
17-07-2023 EU4Digital მცირე და საშუალო საწარმოებში ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად EdTech Hub-ის პროგრამისთვის პარტნიორებს ეძებს |
|---|
|
02-08-2023 B2B გამოფენა 2023 |
|
26-01-2023 მოკლე ფილმების კონკურსი შშმ პირთა თემატიკაზე |
|
14-03-2019 დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა |