|
| 3030 |
|---|
გერმანიის ხელისუფლება ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსიას გადახედავს
| გერმანიის ხელისუფლება გეგმავს გადახედოს პენსიებსა და შეღავათებს, რომელსაც გერმანიის ყოფილი პრეზიდენტები და ფედერალური კანცლერები იღებენ - წერს Deutsche Welle. სააგენტო AFP მანამდე იუწყებოდა, რომ გერმანიის ბიუჯეტის კომიტეტის გადაწყვეტილებით პენსიის დარიცხვისას იგეგმება ყოფილი პირველი პირების სხვა დამატებითი შემოსავლების გათვალისწინებაც. მიღებული გადაწყვეტილებით შემცირდება ყოფილი კანცლერების და პრეზიდენტების პერსონალიც. ამიერიდან ანაზღაურება დაენიშნებათ მათი კანცელარიის ერთ ხელმძღვანელს, ორ რეფერანტს, ერთ მდივანსა და ერთ მთავარ მძღოლს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მოგზაურობებთან, მივლინებების ფედერალური კანონით უნდა დარეგულირდეს. ამიერიდან სახელმწიფო არ დაფარავს მათი თანმხლები პირების მგზავრობის ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსია და შეღავათები არაერთხელ გამხდარა დისკუსიის თემა და ის უკმაყოფილებას იწვევდა. |

22-03-2019
წყარო: bpn.ge
|
02-05-2019 „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა |
|---|
|
03-07-2019 ღვინის ეროვნული სააგენტო - ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა |
|
08-11-2022 ევრონიუს ჯორჯიას კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად |
|
08-04-2019 ჰარი პოტერის მუზეუმში „გრინგოტსის“ ბანკი გაიხსნა |