აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით
ნავიგატორი
831


აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

პროექტი საქართველოს, უკრაინისა დამოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს  და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათშორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დაარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე. თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ანდა სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს,  განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს.

პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ბენეფიციარი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერებს მისცეს საშუალება, იყვნენ დემოკრატიის აქტიური საყრდენები, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.

 

პროქტის ამოცანები:

  1. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც საბოლოოდ, გააუმჯობესებს სოციალური მეწარმეობის პროგრამების ხარისხის. პროექტი ასევე, მიზნად ისახავს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ახალგაზრდების უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე მოთხოვნადი/საჭირო უნარებით. სოციალური საწარმოების შექმნის გზით, 2100 ახალგაზრდა მომავალი ლიდერი იქნება აქტიური საყრდენი დემოკრატიის, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.

  2. სოციალური მეწარმეობის პრე-აქსელერაციის პროგრამაში საუკეთესო ახალგაზრდული სოციალური სტარტაპების ჩართვა, გადაცემადი ფილანტროპული მდგრადი დაფინანსების მოდელის მიხედვით.

  3. სოციალური საწარმოების შემქმნელი ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა და პროგრამის სწავლების შედეგად, მინიმუმ 45 სოციალური საწარმოს შექმნა.

  4. აღმოსავლეთ ევროპელ ახალგაზრდებში ევროპული დამოკიდებულებებისა და თვითაღქმის გაუმჯობესება გაძლიერებით და მენტორებით.

  5. სოციალური მდგრადობის გასაძლიერებლად, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა.

 

პროექტის შედეგები:

  1. მომზადებული მაღალიდონის სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამა, რომელიც კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკაციების გათვალისწინებით ადაპტირებულია ეროვნულ გარემოზე (ინსტრუმენტები, მეთოდები, გზამკვლევები, აქტივობები) და განკუთვნილია ახალგაზრდების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. სოციალური მეწარმოების ციფრული ტრენინგ პროგრამა და მარკეტინგის ნაკრები, ხელმისაწვდომი იქნება განმანათლებლებისა და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის. ჯამობრივად პროგრამაში 2100 ახალგაზრდა ჩაერთვება და შეიქმნება 45 სოციალური საწარმო.

  2. ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების, მეწარმეული აზროვნება და უნარები გაიზომება ონლაინ თვითშეფასების ინსტრუმენტით (ESP).

  3. იმ სტუდნტებისთვის, რომლებიც განავითარებენ სოციალურ საწარმოებს პროგრამის ბოლოს, განხორცილდება პრე-აქსელერატორის პროგრამა შემდგომი ზრუნვისთვის. პრე-აქსელერატორი სპროგრამის ფარგლებში მოხდება, როგორც არაფინანსური (ტექნიკური დახმარება, ინკუბაცია, შესაძლებლობების გაძლიერება) მხარდაჭერა, ისე პოტენციური ხელმისაწვდომობა შემდგომ დაფინანსებაზე და შედეგიან ინვეტიციებზე.

  4. ჩამოყალიბდება დაფინანსების გადაცემადი მოდელი, რომელი ცუზრუნველყოფს ადრეულ ეტაპზე ფილანტროპიულ დაფინანსებას სოციალური მეწარმეებისთვის და სტუდენტებისთვის, სამ ეროვნულ მოდელად, ბენეფიციარ ქვეყნებში.

  5. განმახორციელებელ ქვეყნებში მომზადდება გზამკვლევი (თეთრიფურცელი) პროექტის მეთოდოლოგიებისა და გავლენის შესახებ და წარედგინება შესაბამის აქტორებს.

 


 

წყარო: JA Georgia

12-01-2024

წყარო: JA Georgia

14-03-2019

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა

19-04-2019

გვაქვს კონკრეტული ხედვა – ეკონომიკის ახალი მინისტრი

03-06-2019

ევროკავშირის ქვეყნებში ყველა ერთჯერადი ჭურჭელი იკრძალება გარდა ჭიქებისა

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

14-03-2019

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა

19-04-2019

გვაქვს კონკრეტული ხედვა – ეკონომიკის ახალი მინისტრი

03-06-2019

ევროკავშირის ქვეყნებში ყველა ერთჯერადი ჭურჭელი იკრძალება გარდა ჭიქებისა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ