8 ავიაკომპანიიდან, სადაც მგზავრებს ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ, 3 საქართველოში დაფრინავს
ნავიგატორი
1557


8 ავიაკომპანიიდან, სადაც მგზავრებს ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ, 3 საქართველოში დაფრინავს

Turkish Airlines-ი, Aegean Airlines-ი და Pegasus Airlines-ი ის ავიაკომპანიებია, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ და რომლებიც South China Morning Post-ის ექსპერტის ნიკ ლუკასის შეფასებით, მგზავრებს ბორტზე ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ. ამავე რეიტინგში კიდევ 5 ავიაკომპანია მოხვდა. South China Morning Post-ის ექსპერტმა ანტირეიტინგიც შეადგინა, უგემური სადილების ჩამონათვალში ნიკ ლუკასმა მხოლოდ 3 ავიაკომპანია შეიყვანა, საიდანაც ერთი – „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ საქართველოში დაფრინავს.

South China Morning Post-ის ექსპერტმა ნიკ ლუკასმა ამ რეიტინგის შედგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსოფლიოს 147 აეროპორტიდან 600-ჯერ იფრინა და 50 ქვეყანა მოინახულა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ავიაკომპანიებს ყველაზე გემრიელი და უგემური კერძებით.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“

ექსპერტმა ამ ავიახაზებით ამსტერდამიდან კიევის მიმართულებით იმგზავრა. მას შესთავაზეს ქათამი ღია-ყავისფერი სოუსით, კარტოფილის პიურე და ბოსტნეული. ექსპერტის თქმით, კერძი საერთოდ არ გამოიყურებოდა მადის აღმძვრელად, ამიტომ ის საერთოდ არ გასინჯა, მაგრამ ყველაზე მეტად ის აღფრთოვანდა ფაქტით, რომ ამ სადილში 9 ევრო გადაიხადა.

Air India

ლუკასი ამ ავიახაზებით დელიდან პარიზში გადაფრინდა. საუზმეზე მას კრუასანი, 1 ნაჭერი შოკოლადის პეროგი და დაჭრილი ხილი შესთავაზეს. ნიკ ლუკასის თქმით, ეს იყო ყველაზე გამხმარი და გამომშრალი კრუასანი მის ცხოვრებაში. როგორც ექსპერტი ამბობს, მას არც ბორტის თანამშრომლები მოეწონა.

Air Serbia

კიდევ ერთი საშინელი საუზმე შესთავაზეს ლუკასს Air Serbia-ს თვითმფრინავით მგზავრობისას, როცა ის ბელგრადიდან ნიუ-იორკში ეკონომ-კლასით მიფრინავდა: ერბოკვერცხი ყველით, ლორი და შემწვარი ბოსტნეული. ექსპერტის თქმით, კვერცხი ზედმეტად იყო შემწვარი, ერთადერთი რამ, რაც მან გასინჯა, იყო ხილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დიდი მოთმინებით ელოდა როდის დასრულდებოდა ფრენა, რათა შემდეგ, გემრიელი კერძი დაეგემოვნებია.

ცუდი შეფასებების შემდეგ, ექსპერტი სტატიაში საუბრობს ავიაკომპანიებზე, რომლებიც მგზავრებს უმაღლესი კლასის კერძებს სთავაზობს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ავიაკომპანიათაგან 3 საქართველოში დაფრინავს.

Turkish Airlines

ექსპერტის შეფასებით, Turkish Airlines-ის ეკონომ-კლასში საუკეთესო კერძებს ამზადებს. თუ თქვენ აქ გადაწყვეტთ სადილობას, მაშინ ნამდვილი დღესასწაული გელოდებათ. ლუკასი მგზავრებს ურჩევს, აუცილებლად შეუკვეთონ ლიმონათი, რომელსაც სახლში მომზადებული სასმლის გემო აქვს.

Austrian Airlines

ნიკ ლუკასის ინფორმაციით, ავსტრიის ავიახაზები აქტიურად თანამშრომლობენ Do&Co-სთან, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თქვენ ბორტზე უმაღლესი კლასის კერძები დაგხვდებათ. ლუკასი მის ყველაზე საყვარელ კერძებს იხსენებს, რომელიც ფრენისას შესთავაზეს. ესენია: სუში, ორაგულის ტარტი ავოკადოთი, იხვით მომზადებული კერძი და შოკოლადის მუსი. ეს სადილი მან ფრანკპურტიდან ვენაში ფრენისას მიირთვა.

EVA Air

გაგიგიათ აქამდე, რომ Hello Kitty-ს თვითმფრინავი არსებობდა? ლუკასმა სწორედ ამ თვითმფრინავით პარიზიდან ტაიბეიმდე იმგზავრა. მას Hello Kitty-ს სტილში, საბავშვო კერძები შესთავაზეს. ექსპერტის თქმით, ეს სადილი მის ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი და საყვარელი იყო. თუმცა როგორც ის სტატიაში აღნიშნავს, ბორტგამცილებლები თავს უხერხულად გრძნობდნენ, რადგან ზრდასრულ მამაკაცს ბავშვის საჭმელი მიუტანეს.

Vanilla Air

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას განსაკუთრებით მოსწონს აზიური კომპანიები, მათ შორისაა Vanilla Air, რადგან ისინი მგზავრებს მაღალი კლასის სერვისს სთავაზობენ. ტაიბეიდან ტოკიოში ფრენისას სულ რაღაც 8 ევროდ, მას კარგად მომზადებული და მრავალფეროვანი კერძები შესთავაზეს.

Japan Airlines

Japan Airlines-ი სწორედ ის ავიაკომპანიაა, რომელიც ექსპერტის აზრით, ეკონომ და ბიზნეს კლასში მგზავრებს საუკეთესო კერძებს სთავაზობს. ნიკ ლუკასმა ბიზნეს-კლასის კერძებში გამოარჩია: საშიმი თინუსით, პიურე ყვავილოვანი კომბოსტოთი და სკუმბრიის შტრუდელი. ეს ყველაფერი ხაზგასმით ამბობს, რომ Japan Airlines-ი მგზავრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

Aegean Airlines

Aegean Airlines-ი ექსპერტის შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. ის საბერძნეთში მოგზაურობისას ყოველთვის ამ ავიაკომპანიას ირჩევს. მისი აზრით, Aegean Airlines-ი მათ ქვეყანას ყველაზე საუკეთესოდ წარმოაჩენს. ათენიდან მადრიდში მოგზაურობისას, მან ბლინები ყველითა და მარწყვით გასინჯა, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

Pegasus Airlines

Pegasus Airlines-ი ექსპერტის აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. ის მგზავრებს 26 განსხვავებულ კერძს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ამ კერძების შეკვეთა წინასწარ ბილეთის დაჯავშნის დროსაც შეგიძლიათ. ციურიხიდან სტამბოლში მოგზაურობისას, მან სადილში 11 ევრო გადაიხადა.

SAS Scandinavian Airlines

სკანდინავიის ავიახაზები ექსპერტის ერთ-ერთი საყვარელი ავიახაზებია. ციურიხიდან სტოკჰოლმში მოგზაურობისას, მან ზღვის პროდუქტებით მომზადებული სალათი და სხვა სკანდინავიური კერძები დააგემოვნა, რომელთაც ის გულგრილი ვერ დატოვეს.

25-03-2019

წყარო: bpn.ge

29-05-2019

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს

02-04-2019

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა

23-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

30-04-2019

კონკურსი საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის

30-04-2019

კონკურსი საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის

29-05-2019

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს

02-04-2019

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა

23-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ