2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია

ესტონეთი ელ. დემოკრატიის დანერგვის ერთერთი საუკეთესო მაგალითია.
2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია, სადაც ადგილობრივ დონეზე ელ. მმართველობის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტი-ს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები.


სასწავლო ვიზიტის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.