მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორის წარმომადგენლები „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის’’ განსახილველად შეიკრიბებიან

გაცნობებთ, რომ 1 აპრილს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ქ. ქუთაისში, სავაჭრო სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში (მის: შოთა რუსთაველის N124), მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორის წარმომადგენლები „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის’’ განსახილველად შეიკრიბებიან. ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
განხილვის მთავარი თემებია: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგებიან: „საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი, ასოციაცია ,,დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ თავმჯდომარე ედუარდ მელია, ლაბორატორია ,,მულტი ტესტის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ წერილობით ან გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8BTd4GpDkjQURQK88