ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა
ნავიგატორი
1764

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა და 125.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.4 პროცენტით 17.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში 54.4 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები, 4.3 პროცენტით მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა, რაც ძირითადად იტალიიდან (23.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (5.5 პროცენტით) და საფრანგეთიდან (32.7 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე გერმანიიდან გზავნილების მატება.

„რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა აზერბაიჯანიდან (7.2 პროცენტით) გზავნილების მატებამ. ზომიერად გაიზარდა ასევე ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა. მეორე მხრივ, უარყოფითი წვლილი ზრდაში ჰქონდა თურქეთიდან (-2 პროცენტით) და რუსეთიდან (-1.5 პროცენტით) ფულადი გზავნილების კლებას,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, თებერვლის თვის მიმოხილვის მიხედვით, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (33.4 პროცენტი) და რუსეთი (25.2 პროცენტი) წარმოადგენს.

31-03-2019

წყარო: bpn.ge

02-05-2019

რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა

03-08-2022

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს

26-10-2022

რონდელის ფონდის კონკურსი

05-04-2019

ივანე მაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ