|
| 1672 |
|---|
მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება
| "ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც დაგვეხმარება, ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსებზე, იაფ ფულზე წვდომა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც მცირე მეწარმეებს აქვთ.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისროსთან აქტიურად ითანამშრომლონ.
“ეს არის მართლაც უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი. ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბის დამარცხება მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ |

31-03-2019
წყარო: pia.ge
|
12-03-2019 IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს |
|---|
|
23-03-2023 ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს |
|
04-10-2021 აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში |
|
15-02-2019 ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა |