ავიაკომპანია AIR FRANCE-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა
ნავიგატორი
1845


ავიაკომპანია AIR FRANCE-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია AIR FRANCE-ის პირველი რეისი შესრულდა.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტურ-ოპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და  Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს).

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

01-04-2019

წყარო: reportiori.ge

26-10-2022

კალიგრაფთა კონკურსი

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

13-03-2019

2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - ASB Georgia

27-02-2019

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამები: ჯანმრთელობის დაცვა

27-02-2019

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამები: ჯანმრთელობის დაცვა

26-10-2022

კალიგრაფთა კონკურსი

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

13-03-2019

2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - ASB Georgia


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ