სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს
ნავიგატორი
1875


სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს

როგორც ქალაქის სასურსათო მაღაზიის მფლობელები ამბობენ,  პოლიეთილენის პარკების აკრძალვაზე მითითება ჯერ არავისგან მიუღიათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ სიახლეებს კი, მხოლოდ ტელევიზიის მეშვეობით იგებენ. ამის შესახებ მაღზიების მფლობელებმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადეს.

დღეს ისინი სურსათს კვლავ პლასტიკის პარკებში დებენ. მათივე თქმით, პარკებს სპეციალური საბითუმო პუნქტიდან იღებენ, სადაც დღეს განუცხადეს, რომ მარაგის ამოწურვამდე რეალიზაციის უფლება მისცეს.

კითხვაზე, როგორ აპირებენ მუშაობას მარაგის ამოწურვის შემდეგ, მცირე სასურსათო მაღაზიის ერთ-ერთმა მფლობელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საქონლის სარეალიზაციო ფასს ახალი, ქაღალდის პარკის ფასიც დაემატება.

ინდმეწარმე მარინა თოფურია, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე სურსათის მაღაზიის მფლობელია, ამბობს, რომ ახალი რეგულაცია მომხმარებელს უფრო შეუქმნის პრობლემას, ვიდრე გამყიდველს.

„თუ ქაღალდის პარკის ყიდვა 20 თეთრად მომიწევს, რა თქმა უნდა, ღირებულებაში ჩავდებ და ხარჯში გავატარებ, მაგრამ ყველა პროდუქტს ერთ პარკში ხომ ვერ ჩავტენით. ცელოფანი უძლებდა, მაგრამ ქაღალდი ვაშლს, შაქარს, ბოთლებს ვერ გაუძლებს. ალბათ მომხმარებელს მოუწევს, თვითონ მოიტანოს ნაჭრის ან სხვა მასალის პარკი, როგორც ადრე იყო, დიდი ხნის წინ. ქალებს რომ ჩანთაში ე.წ. სეტკები ედოთ, ან სპეციალური ჩანთები ჰქონდათ სურსათისთვის. სავარაუდოდ, მაღაზიებიც შემოვიტანთ გასაყიდად ნაჭრის პარკებს ზედნადებით. დღეს ნაგვის დიდ პარკებზე იყო მოთხოვნა. ადამიანები ალბათ მარაგს იკეთებენ. ესეც რომ გამოილევა, ალბათ ისევ ვედროებზე გადავალთ, რაც საკმაოდ არაკომფორტულია, ხშირი რეცხვა სჭირდება და ქაღალდის ჩაფენა“,-ამბობს მარინა თოფურია. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, პირველი აპრილიდან ნებისმიერი ზომის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ოქსოდეგრადირებად პარკებს ბიოდეგრადირებადი ჩაანაცვლებს.

რეგულაციის შედეგად, აღნიშნული  საქმიანობით დაკავებულმა რამდენიმე კომპანიამ წარმოების გაჩერებისა და თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიებში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვის მინისტრისგან მიღებული ჰქონდათ პირობა, რომ დადგენილების ამოქმედების ვადა გადაიწეოდა და მათ საშუალება ექნებოდათ, ძვირადღირებული დანადგარები გამოეცვალათ, ასევე მოეძებნათ საჭირო ნედლეულის მომწოდებლი. თუმცა პირობა დაირღვა.

02-04-2019

წყარო: infopostalioni.com

29-03-2019

Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს

22-05-2023

Roster of Photographers

13-03-2019

ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება

15-11-2021

შარქ თენქ საქართველო

15-11-2021

შარქ თენქ საქართველო

29-03-2019

Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს

22-05-2023

Roster of Photographers

13-03-2019

ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ