|
| 1702 |
|---|
ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვა ორ ავიაკომპანიას მიანიჭა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.
კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული „SkyUp Airlines“ რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Buta Airways" ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. |

02-04-2019
წყარო: pia.ge
|
06-09-2022 ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო |
|---|
|
15-04-2019 Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება |
|
21-03-2019 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას. |
|
15-04-2019 ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა |