|
| 1762 |
|---|
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს თანხის გადარიცხვას მობილურის ნომრით, ან ელ.ფოსტით სთავაზობს
| „ვითიბი ბანკი“ ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების – ტელეფონის ნომრის, ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-სა და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის. გადარიცხვის შესასრულებლად თანხის გამგზავნმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს საკუთარი ბარათის 16-ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, ასევე – მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი, ან ელ.ფოსტის მისამართი. დავალების რეგისტრაციისთანავე, მიმღებს მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან ელ. ფოსტის მისამართზე გაეგზავნება საინფორმაციო შეტყობინება ტრანზაქციის შესახებ და ინტერაქტიულ ბმული. ბმულზე გადასვლით მიმღები შეძლებს თანხის სასურველ ბარათზე ჩარიცხვას. ის, ასევე, უფლებამოსილი იქნება, გაააქტიუროს თანხის ავტომატურად ჩარიცხვის ფუნქცია და მიმართოს თანხა ბარათზე ყოველგვარი დამატებითი ქმედების გახორციელების გარეშე. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24/7), საიტზე: hub.vtb.ge თანხის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ ლარში. მიმღების ბარათზე თანხა აისახება მომენტალურად. R |

03-04-2019
წყარო: kvira.ge
|
03-06-2019 ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა |
|---|
|
29-10-2019 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა |
|
14-10-2022 პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დაიწყება |
|
25-05-2023 საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება |