„ღამე მონა ლიზასთან ერთად“ - დაუვიწყარი ტური ლუვრის 2 სტუმარს
ნავიგატორი
1316


„ღამე მონა ლიზასთან ერთად“ - დაუვიწყარი ტური ლუვრის 2 სტუმარს

ლუვრის მუზეუმმა Airbnb-სთან ერთად ტურისტებს ახალი სერვისი შესთავაზა. ანონსის მიხედვით, ლუვრი ერთი ღამით „მაგიურ სახლად“ გადაიქცევა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ხელოვნების მოყვარულ ადამიანს, მიეცემა საშუალება მთელი ღამე ლუვრში, საოცარ ხელოვნების ნიმუშებთან გაატარონ და ლუვრის პირამიდაში მოწყობილ „მინი-პირამიდაში“ დაიძინონ.

„ჩვენ მოხარულნი ვართ ორ გამარჯვებულ სტუმარს შევთავაზოთ ეს განსაკუთრებული სერვისი და მივცეთ მათ უნიკალური შანსი, ღამე მუზეუმში გაატარონ. მათ სპეციალურად დამზადებული პირამიდის ფორმის საძინებელი დახვდებათ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ღამე ჩვენი სტუმრებისთვის მაგიური და დაუვიწყარი იყოს.

კომპანია Airbnb-თან თანამშრომლობით ტურისტებს გვსურს ვაჩვენოთ, რამდენად ხელმისაწვდომი და საოცარი შეიძლება იყოს ხელოვნება“ - განაცხადა ლუვრის წარმომადგენელმა.

2019 წლის 30 აპრილს, Airbnb და ლუვრის მუზეუმი გამარჯვებულებს მისცემს უნიკალურ შანსს, ნახონ, თუ რა ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მუზეუმში მაშინ, როცა სინათლე ქრება. მაშინ როცა პარიზში მზე ჩავა, ორი გამარჯვებული ლუვრის მუზეუმს ესტუმრება, მათ ისტორიკოსი დახვდება, რომელიც სპეციალურ ტურს შესთავაზებს. ტურისტები ნაპოლეონ III-ის დარბაზში კლასიკური მუსიკის ფონზე ივახშმებენ და მთელ ღამეს „მონა ლიზას“ და ვენერა მილოსელის გარემოცვაში გაატარებენ.

როგორც ცნობილია, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა 12 აპრილამდე იქნება შესაძლებელი და კონკურსის მონაწილეებმა მხოლოდ ერთ კითხვას უნდა უპასუხონ: „რატომ იქნებით თქვენ საუკეთესო სტუმარი „მონა ლიზასთვის“? გამარჯვებული იქნება ის, ვინც ამ კითხვაზე ყველაზე ორიგინალურ პასუხს გასცემს.

03-04-2019

წყარო: bpn.ge

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

11-10-2019

NASA Space Apps Challenge

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება

10-04-2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

10-04-2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

11-10-2019

NASA Space Apps Challenge

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ