მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა
ნავიგატორი
1811


მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა

2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.1პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.1 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები მომატებულია 7.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ტურისტულ მოგზაურობაზე (15.3 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.1 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.8 პროცენტი), თევზეული (12.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-23.3 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.8 პროცენტით, რაც 1.36 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (43.7 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (7.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა აუდიოვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (-5.0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.6 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.8 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).

03-04-2019

წყარო: bpn.ge

08-04-2019

ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

25-07-2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

25-03-2019

ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად

06-09-2019

„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს

06-09-2019

„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს

08-04-2019

ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

25-07-2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

25-03-2019

ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ