შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნავიგატორი
2312

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბძნელაშვილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემებზე შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა ასევე პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა. ,,დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს. ჩვენი მიდგომა ყველა კომპანიის მიმართ საერთოა და მხოლოდ კანონის მოთხოვნას ეფუძნება. არარსებობს გამონაკლისები და შეღავათები ცალკეული კომპანიების მიმართ.”- განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დადისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ესწრებოდნენ.

04-04-2019

წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

31-03-2019

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

05-04-2019

3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა

13-05-2019

თურქეთში ავტომობილების წარმოება 14%-ით შემცირდა

16-05-2019

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ტრენინგები

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ