|
| 1866 |
|---|
ამაზონის ტყის ხალხი Amazon-ისგან სახელის დაბრუნებას ითხოვს
| ონლაინ-გაყიდვის გიგანტი Amazon-ი და სამხრეთ ამერიკის 8 ქვეყანა უკვე 7 წელია დაობს კორპორაციის ვებგვერდის სახელზე amazon. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელი ამაზონი ორ რამესთან ასოცირდება - გლობალური ონლაინ-მაღაზია და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე. სახელებისა და ნომრების მისაკუთრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN), რომელიც მსოფლიო ქსელის მისამართებს აკვირდება, 2012 წელს გააფართოვა თავისი ტოპ-დომეინების (gTLD) სია - ნაწილი, რომელიც ვებმისამართში წერტილის შემდეგ მოდის. ახალმა წესებმა კომპანიებს თავიანთ ვებსახელების უფრო მეტი პერსონიფიკაციის საშუალება მისცათ, თუმცა ამაზონის ტყის რვა ქვეყანა დომეინ .amazon-ის სახელის წინააღმდეგ გამოვიდა. ბოლივია, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, გაიანა, პერუ, სურინამი და ვენესუელა - რვავე ქვეყანა ამაზონის შეთანხმების ACTO-ს წევრები არიან. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარ სახელზე უარის თქმა კორპორაციის სასარგებლოდ, მათ სუვერენიტეტს დააყენებს კითხვის ქვეშ. საბოლოო გადაწყვეტილება 7 აპრილს გახდება ცნობილი. |

05-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
25-05-2023 გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად |
|---|
|
10-05-2023 Studying New Hiking Trails Training Course - Mestia |
|
23-02-2019 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია |
|
25-03-2019 „ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“ |