ბულგარეთი საქართველოსთან საჰაერო ტრანსპორტის განვითარებით არის დაინტერესებული
ნავიგატორი
1634


ბულგარეთი საქართველოსთან საჰაერო ტრანსპორტის განვითარებით არის დაინტერესებული

ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს.

ამის შესახებ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მანძილის სიმცირის მიუხედავად მგზავრობა ხანგრძლივი, მარშრუტი კი გრძელია. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ ჩვენს საჰაერო კომპანიებს, აღმოვფხვრათ ეს ნაკლოვანება ორმხრივი ან სამმხრივი ძალისხმევით, რეგიონში დაინტერესებული მესამე ქვეყნების ჩართულობით,“ - განაცხადა როსენ ჟელიაზკოვმა.

 

ქართველი მინისტრი ამჟამად ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც უხელმძღვანელებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომას, რომელიც 5 აპრილს გაიმართება.

 

„შეხვედრაზე ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ბულგარეთისა და საქართველოს შორის შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესების შესახებ, საბორნე გადაზიდვების განვითარებაზე როგორც მგზავრების, ისე მგზავრების გადაყვანის კუთხით, ასევე იმ სექტორების განვითარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის განვითარებასთან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ უკეთეს კავშირებზე, სპარსეთის ყურის დერეფნის განვითარებაზე შავი ზღვის გავლით, რადგან საქონლის თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა.

05-04-2019

წყარო: pia.ge

17-01-2023

ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“

06-09-2022

ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო

13-05-2019

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

13-05-2019

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

17-01-2023

ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“

06-09-2022

ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ