|
| 1642 |
|---|
საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან
| პირველი მაისიდან მსხვილ კომპანიებს ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. უკვე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდეს - წერს 1Tv.ge ვალდებულება შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თვეში მინიმუმ 5 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამ ელექტროენერგიას ან მის ნაწილს იღებენ 35-110 კილოვოლტის ძაბვის ან 6-10 კილოვოლტის ძაბვის მდებარე მიწოდების წერტილებიდან. თვის საშუალო მოცულობა გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური ოდენობის გაყოფით იმ თვეების რაოდენობაზე, როდესაც განხორციელდა მოხმარება. პირველი მაისიდან, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებს პირდაპირი კავშირის დამყარება მოუწევთ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სადისტრიბუციო კომპანიებისგან, ანუ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“, ელექტროენერგიას აღარ შეიძენენ. ბაზრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავისუფალ ბაზარზე თავდაპირველად ძალიან რთული იქნება იაფიანი წყაროს მოპოვება, რაც შესაძლოა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში აისახოს. ამჟამად, ესკო-ს ბაზაში ექვსი პირდაპირი მომხმარებელია დარეგისტრირებული: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ჯეო სერვერსი“ და „ქუთაისი ინვესტმენტსი“. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება იხილეთ ბმულზე. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
01-05-2019 ირაკლი ლექვინაძე - მნიშვნელოვანია, რომ მუშა პროცესში ისმოდეს ბიზნესის ხმა |
|---|
|
25-04-2019 უნდა ჩადოს თუ არა ფული საპენსიო ფონდმა ჰესებსა და ენერგოპროექტებში |
|
14-10-2022 EBRD-ის 2023 წლის ლიტერატურულ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|
15-02-2019 მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს |