საზაფხულო ბანაკი 2023
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება.
ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.
პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:
- გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით.
მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს...
ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება;
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:
- ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
- პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
- ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება;
- პროექტების წერა;
- ემოციური კაპიტალი;
გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მეორე წელია მასპინძლობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 85 17 47;
წყარო: https://csogeorgia.org/ge/