საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა
ნავიგატორი
2001

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 19.9%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 59 733 ერთეული შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (38.6%-ით), ისე მეორადი (11.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა.

2019 წლის თებერვალში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 13 607 ერთეული შეადგინა, საიდანაც 8 439 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა.

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 46 126 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 675 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 1 972 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2019 წლის თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.2%-ს მეორადი, ხოლო 22.8%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2018 წლის თებერვალში კი, შესაბამისად 70.2% და 29.8%).

08-04-2019

წყარო: imedinews.ge

31-03-2019

საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები

18-03-2019

ფულის არაეფექტიანი ხარჯვის რისკი - რატომ იწუნებს აუდიტის სამსახური შიდა ფრენების სუბსიდირების პროექტს

26-03-2019

Georgian Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეებს ზრდის

31-05-2019

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ