თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა
ნავიგატორი
1866


თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა

თუშეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, ამის შესახებ imedinews-ს ახმეტის მერმა განუცხადა. იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით გზა სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება.

ცნობილია ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელიც შესაძლოა თუშეთის გზის შეკეთება და მისი მოვლა-პატრონობა უზრუნველყოს. კომპანიამ ,,არელი" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო.

უწყებაში განმარტავენ, რომ მათთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, როცა დარწმუნდებიან რომ კომპანია არსებულ ვალდებულებებს სრულყოფილად შეასრულებს. ტენდერის შესყიდვის საწყისი ღირებულება 1 მილიონ 30 ათასი ლარია.

მანამდე გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობას 2017 წელს გამარჯვებული კომპანია ,,გერალი" მორიგებით ნაწილში კიდევ ორი კვირა შეასრულებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ლევან წიკლაური ამბობს, ისინი უღელტეხილის გახსნაზე პასუხისმგებლები აღარ არიან, თუმცა მეწყერის ან ხეების მიერ გზის ჩახერგვის შემთხვევაში პრობლემის მოგვარებას ამ ეტაპზე ისევ უზრუნველყოფენ.

,,ტენდერი ჩატარდა და ფასით სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. ჩვენ მაქსიმუმ ორი კვირა დავრჩებით და რაც სამუშაოები გვაქვს იმას დავასრულებთ. ტენდერის მიხედვით, 24 თვის განმავლობაში სამუშაოების საწყისი ღირებულება 1 მილიონ 30 ათასი ლარი იყო. აქედან ფასების მიხედვით დეპარტამენტს იმ კომპანიამ 20%-მდე ფასდაკლება შესთავაზა"- ამბობს კომპანია ,,გერალის" წარმომადგენელი ლევან წიკლაური.

თუშეთის საავტომობილო გზა მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით მოხვდებით.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

04-04-2019

აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია

24-04-2019

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

05-04-2019

კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

04-04-2019

აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია

24-04-2019

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

05-04-2019

კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ