ქართულმა სტარტაპმა სამსახურში ძაღლი აიყვანა
ნავიგატორი
1821


ქართულმა სტარტაპმა სამსახურში ძაღლი აიყვანა

დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტარტაპს Caru-ს, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს, თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპერტამენტის უფროსი ჰყავს და ამ თანამდებობას 3 თვის ლეკვი ბიგლუ იკავებს.

"ყოველ დილით, როცა სამსახურში მივდიოდი, ვფიქრობდი სად წამეყვანა ჩემი ახალი ლეკვი. სახლში მარტო ვერ დავტოვებდი, ამიტომ მუდმივად ოფისში დამყავდა. იქ ისე მოშინაურდა, რომ ბოლოს ვიფიქრეთ, ოფიციალურ თანამშრომელად გაგვეფორმებინა", - გვიყვება ნიკა აბაშიძე, Caru-ს დამფუძნებელი.

ლეკვს სახელი მისი ჯიშიდან გამომდინარე შეურჩიეს და კომპანიას შუსაბამეს. ბიგლის ლეკვს ბიგლუ ჰქვია, რაც Caru-სთან იწვევს ასოციაციას.

კომპანიაში ბიგლუს გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები კომენტარებში საკუთარი ძაღლის ფოტოებს დებდნენ და Caru-ს დამფუძნებლებს სთხოვდნენ, ვაკანსიების გამოჩენის შემთხვევაში მათი ძაღლების კანდიდატურაც განეხილათ. ბიგლუს კოლეგა ძაღლებიც კი გამოუჩნდნენ და დიდი სამეგობრო წრე შეკრეს.

ბიგლუ მუშაობას უკვე შეუდგა და ოფისში მისვლას ყველას ასწრებს.

მას თავისი ფეისბუქის გვერდიც კი აქვს, რომელსაც მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს. ბიგლუმ დღეს თავისი თანამშრომელის მაუსით გართობა გადაწყვიტა და ეს სახალისო ამბავი თავის მეგობრებს ფეისბუქზე მოუყვა.

10-04-2019

წყარო: on.ge

02-10-2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

23-12-2022

MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე

27-03-2023

ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს.

08-11-2022

კოლეჯი „სპექტრი“ ახალ პროგრამას იწყებს

08-11-2022

კოლეჯი „სპექტრი“ ახალ პროგრამას იწყებს

02-10-2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

23-12-2022

MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე

27-03-2023

ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს.


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ