გირჩი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასს თავისი კრიპტოვალუტით გადაუხდის
ნავიგატორი
1746

გირჩი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასს თავისი კრიპტოვალუტით გადაუხდის

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი აპირებს, რომ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასი თავისი კრიპტოვალუტით გადაუხადოს. როგორც გირჩის განცხადებაში წერია, ისინი თავის დამკვირვებლებს ასი დოლარის ეკვივალენტის GeD-ს, გირჩის ციფრულ ვალუტას დაურიცხავენ.

გირჩმა თავისი კრიპტოვალუტის გაკეთება 2018 წლის დასაწყისში გადაწყვიტა. მაშინ პოლიტიკურ გაერთიანებაში On.ge-ს უთხრეს, რომ პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავდა.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი 31 საარჩევნო უბანზე წარიმართება, სადაც, საერთო ჯამში, 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გირჩის კანდიდატი ჰერმან საბოა.

22 მარტს საბომ პარტიის მთაწმინდელ ამომრჩევლებს მოუწოდა, მათი სხვა მხარდამჭერები სახლში ჩაწერონ, რათა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ. როგორც ცნობილია, რომ საბოსთვის ხმის მისაცემად მთაწმინდაზე მდებარე სარდაფში პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გადაეწერა.

10-04-2019

წყარო: on.ge

06-06-2019

RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში

18-10-2019

ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

28-02-2019

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა

19-02-2019

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ