|
| 2784 |
|---|
იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა
| გასულ თვეში „ენგურჰესმა“ და „ვარდნილჰესმა“ ჯამში, 265.056 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აქედან შპს „ენგურჰესმა“ - 216.870 მლნ კვტ/სთ; ხოლო „ვარდნილჰესმა“ - 4 მლნ კვტ/სთ აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ კი საანგარიშო პერიოდში 254.333 მლნ კვტ/სთ შეადგინა. როგორც „რეზონანსი“ წერს, 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო მუშაობა შეაჩეროს. ენგურჰესის შესაძლო გაჩერებაზე განცხადებით გამოვიდა ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მხრივ გარკვეული ზომები არ გატარდა, 5 მარტისთვის ენგურჰესის წყალსაცავში წყალი აღარ იქნება და აფხაზეთი დენს ვერ მიიღებს. როგორც ცნობილია, საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. გაზრდილი მოხმარების ხარჯზე კი ზამთარში ენგურჰესისა დ ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს ხმარდება. ამის გამო გასულ წლებში აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. კერძოდ, მოსახლეობას დღის განმავლობაში - 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშებოდა დენი. ცნობისთვის, ესკო-ს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ჯამში, გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 1 011.039 მლნ კვტ/სთ შეადგინა. |

18-02-2019
წყარო: bpn
|
17-02-2019 საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა |
|---|
|
17-01-2023 ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე |
|
03-06-2019 საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება |
|
10-04-2019 მსოფლიო ბანკი - საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებელზეა |