|
| 1171 |
|---|
ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე
| ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ პროექტის ფარგლებში ონლაინ კურსი, „ამბის თხრობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, შეიქმნა. კურსი განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისა და სოციალური მეწარმეებისთვის. მონაწილეები ისწავლიან, როგორ მოყვნენ შთამბეჭდავად თავიანთ ისტორიებს და როგორ გაავრცელონ ეს ამბები ეფექტიანად. კურსის სამუშაო ენაა ინგლისური და ის 2023 წლის თებერვალ-მარტში, დაახლოებით ექვსი კვირა გაგრძელდება. ის მოიცავს ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები, ვიდეოსემინარები, ინდივიდუალური სწავლება და დავალებებზე მუშაობა. კურსის გავლა მეტწილად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და ინდივიდუალური ტემპითაა შესაძლებელი. თუმცა ასევე დაგეგმილია სამი სამუშაო პირისპირ შეხვედრა, რომლებიც ორკვირიანი ინტერვალებით გაიმართება. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 იანვარი. პროექტის პარტნიორია OEEC — არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის პროგრამებიც ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ემსახურება. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:იანვარი 20, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-01-2023
წყარო: ევროკავშირი
|
04-04-2019 ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს |
|---|
|
18-02-2019 შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება |
|
17-02-2023 ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო |
|
25-04-2019 უნდა ჩადოს თუ არა ფული საპენსიო ფონდმა ჰესებსა და ენერგოპროექტებში |