|
| 1345 |
|---|
სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე
| ევროკომისიამ გახსნა რეგისტრაცია სტაჟირებაზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება. სტაჟირების პროგრამა, Blue Book, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის დირექტორატებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზებით იძლევა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ბრიუსელში, ლუქსემბურგში ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქალაქში, სადაც ევროკავშირის სააგენტოები მდებარეობს. კონკურსი უპირატესად ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაა გამოცხადებული, მაგრამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაცაა გამოყოფილი. განაცხადის შეტანა შეგიძლიათ, თუ ხართ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნებისმიერ დისციპლინაში, არ გაქვთ ექვს კვირაზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში, სააგენტოებსა თუ წარმომადგენლობებში და კარგად ფლობთ ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენას. განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 2023 წლის 31 იანვარი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:იანვარი 31, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-01-2023
წყარო: ევროკომისია
|
07-05-2019 '2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...' |
|---|
|
10-05-2019 ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა |
|
16-11-2022 მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება |
|
27-03-2023 ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს. |