|
| 963 |
|---|
ევროკავშირის როლი ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებაში: მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციაში
| 18 იანვარს ახალგაზრდულ სამოქმედო გეგმის შესახებ ჰიბრიდული ფორმატის კონფერენცია გაიმართება. ესაა ახალი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედების ფარგლებში ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ევროკომისიამ ახალგაზრდული სამოქმედო გეგმა ევროკავშირის საგარეო ქმედების (2022-2027) ფარგლებში გასულ ოქტომბერს მიიღო. ის ემსახურება ახალგაზრდების სტრატეგიულ პარტნიორებად ქცევას, რათა მათ მდგრადი განვითარების, თანასწორობისა და მშვიდობის დამყარების პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღება შეძლონ. კონფერენციაზე წარადგენენ სტრატეგიის მიზანს, პრინციპებსა და ახალგაზრდების ჩართვის გზებს. გარდა ამისა, ისაუბრებენ ისეთ კონკრეტულ ინიციატივებზეც, როგორიცაა „ახალგაზრდული სატესტო საბჭო“ ევროკავშირის საერთაშორისო პარტნიორობებისთვის და „ახალგაზრდული საკონსულტაციო სტრუქტურები“ ევროკავშირის წარმომადგენლობებში. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 18 იანვარი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:იანვარი 18, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-01-2023
წყარო: ევროკომისია
|
13-05-2019 “რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას |
|---|
|
11-04-2019 ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა |
|
03-05-2019 “ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა” |
|
01-03-2019 რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება |