|
| 2109 |
|---|
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა
| საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა. „მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტისთანამდებობას. 2011 წელს ის საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე ასოციაციის პირველ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
04-04-2019 აზიურ ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებით შეებრძოლებიან |
|---|
|
07-05-2019 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა |
|
05-04-2019 პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა |
|
19-02-2019 ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში |