Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო
ნავიგატორი
1764

Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო

2018 წელს Twitter-ის გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის ხელფასმა 1,4 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

„ამ თანამდებობაზე 4 წლის წინ დაბრუნების შემდეგ დორსიმ პირველი ხელფასი აიღო. 2015, 2016 და 2017 წლებში ის ფინანსურ ანაზღაურებაზე ნებაყოფლობით უარს ამბობდა, რასაც „კომპანიის ხანგრძლივი პოტენციალისა და ღირებულებების რწმენით“ ხსნიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა Twitter-ის ერთ პოსტში ნებადართული სიმბოლოების 2006 წელს დაწესებულ რაოდენობას უდრის. 2017 წელს ეს ლიმიტი ორჯერ გაიზარდა და 280 სიმბოლო შეადგინა.

ამ ეტაპზე უცნობია, გაიზრდება თუ არა ჯეკ დორსის ხელფასი მომავალში. ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში დორსის ქონება 5,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

03-04-2023

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები

11-04-2019

თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა

02-04-2019

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა

29-05-2019

ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ