|
| 1867 |
|---|
აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს
| აშშ ევროკავშირიდან 11 მილიარდი ღირებულების პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას განიხილავს იმ სუბსიდიის საპასუხოდ, რასაც Airbus-ი ევროკავშირიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ტარიფები შესაძლოა შეეხოს თვითმფრინავებსაც და ყველის პროდუქტებსაც. ევროკავშირის განცხადებით, შესაძლო ტარიფები "ძალიან გადაჭრაბებულია". გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა დაძაბოს. ტარიფები შეეხება ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტის სახით შესულ ლიმონს, ყველს, ზეითუნის ზეთს, ღვინოს, ქაშმირის ტანსაცმელს, კერამიკულ ნაწარმს, კედლის საათების გარკვეულ კატეგორიას და ა.შ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. დოკუმენტი 31 მაისს ამოქმედდა. გასული წლის 22 ივნისს ევროკავშირის მიერ აშშ-ს საპასუხოდ დაწესებული საბაჟო გადასახადი ამოქმედდა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს ევროკავშირის გარდა ჩინეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და რუსეთმაც უპასუხა. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-04-2019 საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს |
|---|
|
17-06-2019 USAID-ის პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”. |
|
01-04-2019 6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება |
|
01-04-2019 განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“ |