|
| 2128 |
|---|
Burger King-ის ქსელმა მომხმარებელს რეკლამის გამო ბოდიში მოუხადა
| სწრაფი კვების Burger King-მა ახალი მომხმარებლების ნეგატიური რეაქციის გამო ბურგერის რეკლამა შეაჩერა. The Guardian-ის ცნობით, სკანდალურ ვიდეოზე გამოსახულია კაცი, რომელიც ცდილობს ახალი ვიეტნამური სენდვიჩი ჩხირებით შეჭამოს. ეს რეკლამა ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე გავრცელდა. რეკლამას მძაფრი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში. დახლოებით მილიონმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ კომპანია აღმოსავლეთ ცივილიზაციის წარმომადგენლების წეს-ჩვეულებებს დასცინის. სოციალური ქსელში Burger King-ი რასიზმშიც დაადანაშაულეს. ასევე მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ახალ რეკლამაში, ბურგერში ახალი ინგრედიენტია ჩილის ტკბილი სოუსი, რომელიც ვიეტნამის კულტურის შემადგენელი ნაწილია და იშვიათად გვხვდება მეზობელ ტაილანდში. Burger King-ის ქსელმა რეკლამის გამო მომხმარებელს ბოდიში მოუხადა. თანამშრომლებმა აღიარეს, რომ ასეთ რეკლამას არ აქვს მგრძნობელობა და არ გამოხატავს ბრენდის მნიშვნელობას. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
15-02-2019 რატომ ეწინააღმდეგებიან ზემომთიან აჭარაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას |
|---|
|
19-02-2019 Roundtable on regulation of the meat market |
|
13-05-2019 საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა |
|
02-04-2019 დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა |