|
| 2315 |
|---|
ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა
| მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის ინფორმაციით, პროექტისთვის დედაქალაქის მთავრობამ 4 მილიონი ლარი გამოყო და ქალაქის ასეულობით წერტილზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც დარღვევებს დააფიქსირებს, დამრღვევი პირებისთვის კი შესაბამისი სანქციები გამოიწერება. "როდესაც ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენი უცხოელი ექსპერტების დახმარებით, ყველგან ვცდილობთ, რომ ევროპული სტანდარტი რაც არის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ. დედაქალაქის ქუჩებში სხვანაირად შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა, საცობების თვალსაზრისით და ზუსტად ასეთი პროექტებით იქნება შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, მოგვარდეს. კონკრეტული მაგალითი გვაქვს კოსტავა-შარტავას ქუჩები, რომელიც შარშან გავაკეთეთ, ნახეთ როგორ არის მოწესრიგებული მოძრაობა, საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს პიკის საათებშიც კი. შესაბამისად, ყველგან, სადაც შევდივართ ანალოგიურად იქნება გათვალისწინებული ყველაფერი. სადაც შესაძლებელია ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები, ველობილიკები და ავტობუსის ზოლები გაკეთდება", - განაცხადა კახა კალაძემ. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
09-02-2023 ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. |
|---|
|
23-12-2022 კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის |
|
22-08-2019 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა |
|
10-04-2019 საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა |