|
| 1778 |
|---|
კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთი მსესხებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებს. გვენეტაძე წერს, რომ წერილი მათ საყურადღებოდ საჯაროვდება, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე დაკრედიტების მომხრეა. „ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა“, – აღნიშნავს კობა გვენეტაძე. წერილის თანახმად, ერთ-ერთი მოქალაქე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დახმარებასა და კომერციულ ბანკთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა პრობლემური სესხის გადახდა გრაფიკის მეშვეობით, ეტაპობრივად შეძლოს. მოქალაქე წერს, რომ მას სახლი აქვს ჩადებული ბანკში, სესხი გაუპრობლემდა და ახლა გასახლების საშიშროების წინაშე დგას, სხვა საცხოვრებელი კი არ გააჩნია. კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ასეთ და გაცილებით მძიმე შინაარსის ბევრ შეტყობინებას იღებს. „მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება. სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ გააკეთა“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. |

10-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
19-12-2022 GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება |
|---|
|
01-03-2023 A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA |
|
17-01-2023 EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე |
|
03-05-2019 ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში |