საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს
ნავიგატორი
2454

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.6 პროცენტიან ნიშნულზე დატოვა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალ, აპრილის ანგარიშია (WorldEconomicOutlook) ნათქვამი.

სსფ-მ მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6 პროცენტამდე ფონდის მისიის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, თებერვალში დაწია.

სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 5 პროცენტიან ნიშნულს 2020 წელს დაუბრუნდება. წლიური ინფლაცია კი, 2019 წელს 2.5 პროცენტი, 2020 წელს 3 პროცენტი იქნება.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში სუსტი იქნება, მეორე ნახევარში კი, დაჩქარდება, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რიგი ინიციატივების გამო, როგორცაა, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის პასუხი მზარდ გლობალურ რისკებზე. სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთის ზრდა შეაჩერა და მიანიშნა, რომ წლის ბოლომდე განაკვეთის ცვლილებას არ გეგმავს.

მთლიანობაში 2019 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3.3 პროცენტი იქნება.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მსოფლიო ბანკმაც 5 პროცენტიდან 4.6 პროცენტამდე შეამცირა.

10-04-2019

წყარო: 1tv.ge

17-02-2019

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

18-03-2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

11-07-2019

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს

05-04-2019

სავაჭრო პასპორტი EBRD-სგან

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ