|
| 3215 |
|---|
თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, შესაწამლი აპარატების დარიგება, სამეგრელოში დღეიდან დაიწყო და გურიასა და იმერეთში გააგრძელებს. შესაწამლი აპარატების გადაცემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ. |

11-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
03-05-2019 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა |
|---|
|
01-11-2022 გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის |
|
07-10-2022 საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022 |
|
15-02-2019 სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა |