|
| 1911 |
|---|
აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს
| აქციონერებმა Boeing-ის ადმინისტრაცია მფრინავების უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. Deutsche Welle-ს ცნობით, ინდონეზიასა და ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ჩამოვარდნის შემდეგ, ამერიკული ავიამშენებელი კორპორაციის წინააღმდეგ აქციონერებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კერძოდ, აქციონერები აცხადებენ რომ მფრინავების უსაფრთხოების პრობლემა იდგა და Boeing-ის ადმინისტრაციამ ეს საკითხი უყურადღებოდ დატოვა. აქციონერების ადვოკატების განცახდებით, Boeing-ის ადმინისტრაციას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ მნიშვნელოვანი სისტემები, რომლებიც თვითმფრინავის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა, დამატებით იყიდებოდა და ბევრმა ავიაკომპანიამ ეს სისტემა არ შეიძინა. ამის გარდა თვითმფრინავების მშენებელმა კომპანიამ არ განახორციელა კონცერნის ინჟინრების სერთიფიცირება უსაფრთხოების საკითხებში. ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 737 ტიპის თვითმფრინავის წარმოება Boeing-მა დროებით მას შემდეგ შეამცირა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს ეთიოპიასა და ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს. ლაპარაკია Boeing 737 Max-ის ტიპის ავიახომალდზე. ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს 10 მარტს ეთიოპიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. თვითმფრინავში 157 მგზავრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. ეთიოპიაში ავიაკატასტროფიდან მალევე Boeing 737 Max-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის ჩამონათვალშია საქართველოც. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
06-03-2019 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული |
|---|
|
10-02-2023 Applications for AFS Global STEM Accelerators Cohort 1 are Now Open |
|
15-11-2022 Crystal Ball Photo Documentalists Contest |
|
13-06-2019 იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა |