შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება
ნავიგატორი
1653


შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს შიდა ქართლში დაგეგმილი პროექტების განორციელებაზე 38 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. კერძოდ, 72 მილიონ ლარზე მეტი 617 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. ასევე, პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც.

მასშტაბური პროექტი განხორციელდება ინტერმუნიციპალური ცხოველთა მულტიფუნქციური თავშესაფრის მშენებლობისთვის, რომელიც აღჭურვილი იქნება ვეტერინალური კლინიკით, ლაბორატორიით და ვოლიერებით.

ინტერმუნიციპალური იქნება ის ტექნო-პარკიც, რომელიც კასპში შენდება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე.წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო დარბაზი, დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა, საპარკინგე ადგილის გამოყოფა და გამწვანება.

მიმდინარე წელსვე, დაგეგმილია გამყოფი ხაზის მიმდებარე 11 სოფელთან მისასვლელი გზის დაგება და 21 სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და სპორტულ მოედნებს. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოეწყობა შიდა საუბნო გზებიც.

2019 წელს, სარწყავი წყლის პრობლემა, დამატებით, 22 სოფელში მოგვარდება. კერძოდ, მდინარე თეძამზე აშენდება კაშხალი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტურისტულ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამასთანავე, კაშხალზე წარმოშობილი სარწყავი წყლის მარაგით ასობით ოჯახი ისარგებლებს.

აქტიურ ფაზაშია შესული რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების პროცესი. ამ დროისათვის, სამუშაოები 6 მუზეუმში უკვე წარმოებს. ინტენსიურად მიმდინარეობს გორის ციხის რეაბილიტაციაც, პარალელურად, დაგეგმილია სურამის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შემდგომი კონსერვაცია.

წელსვე, გაიხსნება გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, გორში აშენდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი და ხაშურში - საერთაშორისო დონის საფეხბურთო სტადიონი.

11-04-2019

წყარო: pia.ge

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

28-06-2019

650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

25-03-2019

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“

17-10-2019

გაერო საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის შექმნას $2 მლნ-ით დააფინანსებს

17-10-2019

გაერო საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის შექმნას $2 მლნ-ით დააფინანსებს

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

28-06-2019

650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

25-03-2019

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ