საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა
ნავიგატორი
1673

საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ადასტურებს.

სებ-ის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სავალუტო ფონდის დირექტორი ჩამოდის.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი“ პროგრამა მიმდინარეობს.

2018 წლის 19 დეკემბერს სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიმდინარე სამწლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა, რის შემდეგაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად სსფ-იდან ჩარიცხვები ამ პროგრამის ფარგლებში 120 მილიონ ეს დე ერ-ს (166.3 მილიონი აშშ დოლარი) გაუტოლდა.

გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა სულ 210.4 მილიონი ეს დე ერ-ის, ანუ საქართველოს კვოტის 100 პროცენტის ჩარიცხვას ითვალისწინებს.

11-04-2019

წყარო: 1tv.ge

10-04-2019

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

03-06-2019

საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება

02-04-2019

2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019

08-08-2023

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ