|
| 1759 |
|---|
აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა
| ახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2016-2018 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული საფრთხეები. ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის განცხადებით, აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ცნობილი არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა. თორნიკე შერმადინის თქმით, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის. "დროული რეაგირების შემთხვევაში კი სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება", - აცხადებს თორნიკე შერმადინი. 2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
17-07-2019 ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება |
|---|
|
17-07-2019 წარმატების ისტორია: ყავა მონდო |
|
02-05-2019 სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს |
|
29-05-2019 საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს |