|
| 1662 |
|---|
2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა
| სადაზღვევო ინდუსტრიამ 2018 წელი წარმატებით დაასრულა. ბაზარზე მოქმედ 17 კომპანიას ჯამური წმინდა მოგება 21.8 მილიონი ლარით, 42.19 მილიონ ლარამდე გაეზარდა. წლიურად 163 მილიონით არის გაზრდილი ჯამური აქტივების მაჩვენებელიც, რაც 743.22 მლნ ლარს შეადგენს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, კომპანიებმა წლის განმავლობაში 542.20 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, 100 მილიონით მეტი 2017 წელთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6 პროცენტია დაზღვეულია. 2018 წელს 549 758 სამედიცინო დაზღვევის პოლისები იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 75 863 პოლისი იყო გაყიდული. |

11-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
10-10-2022 ერთად ოზონის შრის დასაცავად |
|---|
|
10-10-2022 ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო |
|
08-04-2019 „თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ“ |
|
31-05-2019 ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა |