|
| 1915 |
|---|
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს
| Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს. მარკ ცუკერბერგი ხმის უფლების მქონე აქციების 60%-ს აკონტროლებს, რაც მას უფლებას აძლევს ფაქტობრივად მარტომ აკონტროლოს კომპანიის პოლიტიკა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს. აქციონერები აცხადებენ, რომ სწორედ ამის გამო, Facebook-ი რამდენიმე სკანდალში გაეხვა. მაგალითად Cambridge Analytica-დან მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა და რუსეთის ჩართულობა აშშ-ის არჩევნებში და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აქციონერები დამოუკიდებელი მმართველი თავმჯდომარის არჩევას 2019 წლის 30 მაისს დაგეგმილ აქციონერთა კრებაზე აპირებენ. Facebook-ის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მმართველობის სტრუქტურა აქციონერების ინტერესებს პასუხობს. |

15-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
01-04-2019 ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა |
|---|
|
21-02-2019 2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ირანია |
|
25-06-2019 ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია |
|
10-04-2019 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გროზნო-თბილისის ავიარეისის დანიშვნაზე უწყებაში განაცხადი არ შესულა |