|
| 2594 |
|---|
სოლსბერი ბრიტანეთის საუკეთესო ქალაქად დასახელდა
| სოლსბერი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky ავრცელებს. სოლსბერის შერჩევის მიზეზად ზღვის სანაპიროსა და ლონდონთან სიახლოვე, ასევე ლამაზი ბუნება დასახელდა. სტატიის მიხედვით, სოლსბერი ასეთ შეფასებას იმსახურებს ერთიანობის სულისკვეთების გამოც, რომელიც სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლისას გამოავლინა. 2018 წლის 4 მარტს რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა. |

15-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-06-2023 თბილისი პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესს -„კოლხიდა 2023“-ს მასპინძლობს |
|---|
|
18-03-2019 რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები |
|
17-10-2019 რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა |
|
12-03-2019 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა |