თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის
ნავიგატორი
2044

თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი.

საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების თვალსაზრისით კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა მთავრობასთან მუშაობა გრძელდება იმისათვის, რომ სახსრების მობილიზება დროულად მოხდეს.

მისი თქმით, საკითხზე მთავრობაში რამდენიმე წერილი უკვე გაგზავნილია.

„ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პროგრესი უახლოეს დღეებში იქნება. თანხა უნდა გამოიყოს ინფრასტრუქტურისთვის. მოგეხსენებათ, გამოძიება სპეციფიკურია და მას სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასევე, მეორე საკითხია ადამიანური რესურსი. ამ ყველაფერს სახსრები სჭირდება. სამართლებრივ და საორგანიზაციო საკითხებზე ინტენსიურად მუშაობა მიმდინარეობს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონის ამოქმედებისთვის ჩვენზე დამოკიდებული საკითხები მოწესრიგებული და მომზადებული იყოს“, – განაცხადა ქალდანმა.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ პირველ ივლისამდე გადაიწია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.

15-04-2019

წყარო: 1tv.ge

05-04-2019

თურქეთის ეკონომიკური რეცესია - ერდოღანის აქილევსის ქუსლი

13-05-2019

საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი

25-04-2019

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა

20-01-2023

ლიბერთისა და ლაბორატორია 'მეგალაბის' ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ