|
| 2468 |
|---|
ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება
| ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა 2019 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება. (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა). ProductTank-ი არაფორმალური შეხვედრების სერიაა, სადაც იკრიბებიან ადგილობრივი პროდაქთ ქომუნითის წამომადგენლები. ყოველთვიური სერიების ფარგლებში ProductTank მასპინძლობს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამსწრე საზოგადოებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეში უზიარებენ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 175 ქალაქს აერთიანებს. ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრის სპიკერები არიან:
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული. ღონისძიების დამთავრების შემდეგ გაგრძელდება საქმიანი "ნეთვორქინგი", სადაც შესაძლებელია ახალი მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის გაცნობა. ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, რომლის გავლაც შესაძლებელია ამ ლინკზე. შეხვედრა ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მიერ. |

24-04-2019
წყარო: on.ge
|
21-02-2019 ევროკავშირის ქვეყნებს ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის მოხმარების დაწყებას ურჩევენ |
|---|
|
19-04-2019 დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა |
|
30-05-2019 ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა |
|
02-05-2019 ევროპის დღე 2019 |