მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ნავიგატორი
1682


მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას 500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მეწარმეები და ინვესტორები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

შეხვდრაზე ტურიზმის თემატური სტარტაპების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების სპონსორები არიან: აშშ-ს საელჩო თბილისში,

USAID Zrda Activity in Georgia და თბილისის მერია.

Startup Grind მეწარმეობისა და სტარტაპების სფეროში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა. სათაო ოფისი მდებარეობს სილიკონის ველზე და ის აერთიანებს 2 მილიონ ახალგაზრდას მსოფლიოს 125 ქვეყნის 500 ქალაქიდან.

Startup Grind Tbilisi-ს მთავარი ამოცანაა სტარტაპ საზოგადოების ფორმირება საქართველოში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია თბილისმა წარმოაჩინოს მისი პოტენციალი და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გლობალურ რუკაზე.

„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ორ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვჯერა რომ ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს, საქართველოს როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირებას, ასევე ეს აერთიანებს ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ეს ადამიანები პოზიციონირდებიან როგორც სტარტაპერები და განსაკუთრებით აქტიურები არიან ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი ძირითადი როლი არის ასეთი მოტივირებული ადამიანების ხელშეწყობა ",-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

24-04-2019

წყარო: pia.ge

25-06-2019

საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET

11-04-2019

მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

24-05-2019

თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების შეხვედრა გაიმართა

24-05-2019

თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების შეხვედრა გაიმართა

25-06-2019

საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET

11-04-2019

მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ